მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიას პოპულარიზაცია აკლია, ქართველებმაც არ იციან ამ კურორტის შესახებ - სასტუმროს მფლობელი

64b28be226958
მარიამ იზორია
15.07.23 16:28
1954
ზღვისპირეთში ზაფხულის ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. სრული დატვირთვით მუშაობენ ანაკლიაში მდებარე სასტუმროებიც. აღსანიშნავია ისიც, რომ ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე სულ რამდენიმე სასტუმროა და ამ მხარეში სხვა ტურისტული ობიექტების განვითარება ჯერ კიდევ პროცესშია.

ანაკლიაში არსებული სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კურორტს პოპულარიზაცია სჭირდება. ისინი bm.ge-სთან გამოწვევებზეც საუბრობენ.

სასტუმრო “თეთრი სახლი ანაკლიაში” დამფუძნებელი მარინე თოდუა ამბობს, რომ ანაკლიაში ბიზნესები თავის მხრივ ყველაფერს აკეთებენ და ცდილობენ დამსვენებელს კომფორტული გარემო და მაღალი ხარისხის სერვისი შესთავაზონ, თუმცა სასტუმროს მიღმა კურორტზე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია.

“კურორტს უამრავი გამოწვევა აქვს. მაგალითად, ხშირად ელექტროენერგიის არქონაა პრობლემა. შესაბამისი სამსახურები სარემონტო სამუშაოებს ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად იწყებენ, რაც ელ.ენერგიის ხშირ გათიშვას იწვევს. ტურისტებს დისკომფორტი ექმნებათ, გარდა ამისა, საკვები გვიფუჭდება.

ანაკლიის ცენტრალურ ქუჩას განათებები აკლია, გასაახლებელია ველობილიკები, მოსაგვარებელია მიუსაფარი ძაღლების პრობლემაც. სეზონის დაწყებამდე ბიზნესთან ერთად ამ ყველაფრის მოწესრიგება უნდა ხდებოდეს.

ყველა ეს გამოწვევა დამსვენებელზე მოქმედებს. ანაკლიას პოპულარიზაცია აკლია, ქართველებმაც კი არ იციან ამ კურორტის შესახებ.

ჩვენ თვითონ კბილებით გაგვაქვს ანაკლია, რომ სეზონი არ ჩავარდეს, მაგრამ იგივეს მუნიციპალიტეტის მხრიდან ვერ ვგრძნობთ”, - ამბობს მარინე თოდუა.

სასტუმროს მფლობელი ამბობს, რომ ამ დროისთვის დაახლოებით 40%-იანი დატვირთულობა აქვთ, რაც შეეხება ფასებს, გასულ წელთან შედარებით სასტუმროში განთავსების ღირებულება არ გაძვირებულა.

ანაკლია ფესტივალების ქალაქი უნდა ყოფილიყო, ამისთვის ყველა პირობა არსებობს - სასტუმრო ანაკლიაში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები