მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიაში, პორტთან ერთად, თავისუფალი ეკონომიკური ზონაც შეიქმნება - მინისტრი

ლევან დავითაშვილი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება. მშენებლობის დაწყების სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დააანონსა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც, მათ შორის პირველი ვიცე-პრემიერი.

ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ადგილზე შეიქმნება თავისუფალი ეკონომიკური ზონა.

"პროექტის პირველი ფაზა მოიცავს 600 000 კონტეინერს. პირველ ეტაპზე, ჩვენ ავითვისებთ დაახლოებით 85 ჰა ტერიტორიას. საბოლოოდ, 9 ფაზის დასრულების შემდეგ ვიცით, რომ პროექტი ხორციელდება რამდენიმე ეტაპად. ჩვენ, საბოლოოდ მოვიცავთ 400 ჰა-მდე ტერიტორიას და დამატებით გვექნება სამრეწველო თავისუფალი ეკონომიკური ზონის განვითარების პროექტი, რომელიც თავის თავში ასევე მოიცავს დამატებით 600 ჰა ტერიტორიას. აქ იქნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური სამრეწველო, საწარმოო, სავაჭრო აქტივობები, რომელიც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი დასაქმების წყარო იქნება რეგიონისთვის",- განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

600 ჰა-ზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის იდეა ახალი არ არის. ის, ჯერ კიდევ 2015 წელს, დიმიტრი ქუმსიშვილმა გააჟღერა.

"ანაკლიის პორტის უკან 600 ჰექტარზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა გაკეთდება, რომელიც ასევე შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს", - თქვა ეკონომიკის იმჟამინდელმა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები