მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი: ფოთის პორტი არ წარმოადგენს ანაკლიის ალტერნატივას

5e83400906742
შოთა ტყეშელაშვილი
31.03.20 17:05
1125
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი APM Terminals-ისთვის ფოთის პორტის გაფართოებისთვის მიწათსარგებლობის ნებართვის მინიჭებას ეხმაურება. კონსორციუმი აცხადებს, რომ მათთვის ბუნდოვანია ის ნაბიჯები, რომელთაც მთავრობა ფოთის პორტის მიმართ გადადგამს, რაც მათთვის კითხვის ნიშნებს აჩენს. ამასთან, კონსორციუმი აღნიშნავს, რომ ფოთის პორტი ვერ იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ჩამნაცვლებელი და რომ საქართველოს სატრანსპორტო დერეფანის განვითარებისთვის კრიტიკულად აუცილებელია ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა. 

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადება:

"ფოთის მოძველებული პორტის განახლების ან მის მიმდებარედ, ჩრდილოეთით ახალი პორტის მშენებლობის შემთხვევაში, შეუძლებელი გახდება საქართველომ მიაღწიოს დასახულ მიზანს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას და კავკასიის რეგიონის ეკონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, შესაბამისად, დღის წესრიგიდან ამოღებული იქნება ქვეყნის ევროპა-აზიის სავაჭრო კარიბჭედ ქცევის პერსპექტივაც.

არცთუ დიდი ხნის წინ საქართველოს მთავრობა აცხდებდა, რომ მისთვის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ფოთში უფრო საინტერესოა, ვიდრე ანაკლიაში. ამ უკანასკნელზე კი პირველი არჩევანი საფუძვლიანი მსჯელობის შედეგად გაკეთდა 2014 წელს განხორციელებული დამოუკიდებელი ექსპრტების ანალიზის საფუძველზე. ცოტა ხნის წინ ფოთის პორტის ოპერატორმა კომპანიამ - „ეი-პი-ემ ტერმინალს“ (APMT) - გამოაცხადა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაგან მიიღო მიწათსარგებლობის ნებართვა.

მთავრობის ინტერესი ფოთის პორტის მიმართ შემაშფოთებელია და ბადებს ეჭვს, რომ მისი მოტივები საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისა და სამუშაო ადგილების შექმნის სურვილს სცილდება. გარდა ამისა, გაუგებარია მთავრობის ნაბიჯები. ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში გასცა მთავრობამ იგივე მიწათსარგებლობის ნებართვა კომპანიაზე APMT, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ ჩამოერთმია. უფრო მეტიც, მთავრობამ განცხადება გააკეთა ანაკლიის პორტის ახალი ტენდერის გამოცხადების განზრახვის შესახებ. მთავრობის ასეთი არათანმიმდევრულობა გაურკვეველ მდგომარეობაში აყენებს ინვესტორებსა და კრედიტორებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფოთის პორტის განვითარება საქართველოს ეკონომიკის კრახს გამოიწვევს და ამას ბევრი მიზეზი აქვს. ქვემოთმოცემული ანალიზი საზოგადოებას შეახსენებს თუ რატომ არის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ასეთი მნიშვნელოვანი ქვეყნისათვის და მისი ეკონომიკისათვის, რატომ არ არის ფოთის პორტი მისაღები ალტერნატივა და რატომ რჩება ანაკლია საუკეთესო ლოკაციად უმაღლესი კლასის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშნებელად, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანას რეალობად აქციოს რეგიონის წამყვან ეკონომიკად გადაქცევის ამბიცია.

რატომ ღრმაწყლოვანი პორტი?

ანაკლიის განვითარების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა 2013 წელს, მას შემდეგ რაც მთავრობამ საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტების განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობის შედარება იაპონურ საკონსულტაციო კოსორციუმს - PADECO and Orient Consultants - დაავალა. ანაკლია შეირჩა მთელი რიგი უპირატესობების გამო, მათ შორის ტერიტორიის გეო-ტექნიკური პირობების, ფინანსური განხორციელებადობის და რაც მთავარია, იმ მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური და გეოპოლიტიკური ეფექტის გამო, რომელსაც პროექტი იქონიებს, როგორც აფხაზეთის რეგიონზე, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით.
იაპონელი ექსპერტების მიერ მომზადებულ ანგარიშში დეტალურად იყო განსაზღვრული საქართველოს საზღვაო სექტორის პოტენციალი საკონტეინერო ტვირთების გადაზიდვის თვალსაზრისით, ასევე, ამ შესაძლებლობების გამოსაყენებლად საქართველოში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის აუცილებლობა. გარდა ამისა, ანგარიშში ხაზგასმული იყო, რომ საქართველოში არსებული პორტების (ფოთის პორტის ჩათვლით) სიმძლავრეები და შიდა სახმელეთო კავშირები შეზღუდულია და ნებისმიერი სახის გაფართოებას ეროვნული საზღვაო სექტორისათვის მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი ექნება. ქვეყნის გრძელვადიანი პრიორიტეტების დაკმაყოფილებისა და სიმძლავრეების ფაზებად განვითარების უზრუნველსაყოფად, კონსულტანტებმა საქართველოს მთავრობას ანაკლიაში ახალი მსხვილმასშტაბიანი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლბის რეკომენდაცია გაუწიეს.
 
ფოთი არ წარმოადგენს თანაზომიერ ალტერნატივას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები