საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ოფიციალურად დაადასტურა პარლამენტში მისვლისა და ანაკლიის პორტის გარშემო მსჯელობის მზაობა. ამის შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატის ოფიციალური Facebook გვერდი იტყობინება:
“ანაკლიის კონსორციუმი ოფიციალურად ადასტურებს პარლამენტში ღია საჯარო ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობას და მზადაა მიაწოდოს პარლამენტს და მოსახლეობას ინფორმაცია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტზე
- იმედს ვიტოვებთ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეიცვლის პოზიციას და ასევე დაესწრება ამ შეხვედრას, რომლის ერთადერთი მიზანი საზოგადოების ინფორმირება და პროცესის საჯაროობა იმ პროექტზე, რომელიც პარლამენტმა კონსტიტუციაში შეიტანა
- შეხვედრის ინიციატორები მზად ვართ შეხვედრის დეტალებზე ორივე მხარესთან გავმართოთ წინასწარი მოსამზადებელი შეხვედრა“,- ნათქვამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
ანაკლიის კონსორციუმი მზადაა პარლამენტში 28 ოქტომბერი- 1 ნოემბრის შუალედში მივიდეს.
მხარეები პარლამენტში დამოუკიდებელმა დეპუტატებმა დაიბარეს. ინფრასტრუქტურის სამინისტრო პარლამენტში მისვლაზე ჯერჯერობით უარს აცხადებს.




























