ანაკლიის კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის 4-წლიანი დავა დასრულდა. იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ პარიზის არბიტრაჟმა მთავრობა გაამართლა. რატი ბრეგაძის ინფორმაციით, კონსორციუმს მთავრობის სასარგებლოდ $650 000-ის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავრობას არც პირდაპირ და არც ირიბად, ინვესტორისთვის პროექტის შესრულებაში ხელი არ შეუშლია. ანაკლიის კონსორციუმში კი აცხადებენ, რომ მთავრობა ანაკლიის პროექტისთვის ზიანის მიყენებას ცდილობდა. კონსორციუმი არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით გულდაწყვეტილია. რას ამბობს პარიზის არბიტრაჟი და როგორია მხარეების პოზიცია?