მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის განვითარების სააგენტო: მთავრობა თანახმაა, ინვესტორმა წერილი გაასაჯაროვოს

5da5dc4ae2981
თელარა გელანტია
15.10.19 18:45
1176
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით ჯავახაძე აცხადებს, რომ თანახმაა, გასაჯაროვდეს წერილი, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ მთავრობას გამოუგზავნა და სადაც, კონსორციუმის გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით, „საუბარია, პროექტის განვითარების პერსპექტივებზე“.

,,ის საინვესტიციო შეთანხმება, რომლის მხარეებიც ვართ საქართველოს მთავრობა და კონსორციუმი, ითვალისწინებს კონფიდენციალობის მუხლს. ჩვენი მხრიდან შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ თანახმა ვართ, ეს წერილი გასაჯაროვდეს. ჩვენს მოვალეობებს ვასრულებთ ინვესტორის თხოვნის შესაბამისად და დავიცავთ კონფიდენციალობას, მაგრამ ამავდროულად მივესალმებით თუ თავად უზრუნველყოფენ მის გასაჯაროვებას. ამის შემდეგ, მზად ვართ ამომწურავი კომენტარი გავაკეთოთ ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავით ჯავახაძემ.

თავის მხრივ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ წერილის გასაჯაროება არ შეუძლიათ.

„ჩვენ ხუთშაბათს, 10 ოქტომბერს რა წერილიც გავაგზავნეთ, ის იურისტების მიერ იყო დაწერილი და ჯერ ამ წერილის შინაარსს ვერ გავასაჯაროებთ. კონფიდენციალობის პუნქტის და ხელშეკრულების დარღვევის ნაბიჯს პირველები ჩვენ არ გადავდგამთ. მინდა გითხრათ, რომ წერილში ზუსტად არის აღწერილი, რა ქმედებები და რა ნაბიჯებია იმისთვის საჭირო, რომ პროექტი წინ წავწიოთ, ამიტომ არ ვეთანხმები დღევანდელ განცხადებას, იმის შესახებ, რომ წერილში შემდეგ ნაბიჯებთან დაკავშირებით არაფერი წერია", - ირწმუნება ახვლედიანი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები