მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პერსპექტივა

BM.GE
26.07.19 10:43
757
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გუშინ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ანაკლიის პროექტი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია და ის აუცილებლად განხორციელდება. მათივე თქმით, თითქმის ერთი წელია პოლიტიკოსების და მედიის მხრიდან პროექტის შესახებ ხშირად ვრცელდება არასწორი ფაქტები და ინტერპრეტაციები, რომელთა მიზანი მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა, რაც პროექტის განვითარების ჯანსაღ პირობებში წარმართვას უშლის ხელს.

განცხადებები იმ მოქმედებების ფონზე კეთდება, რომლის დროსაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საქართველოს მთავარი პროკურატურის მხრიდან ოფიციალურად ბრალ წარდგენილები არიან და ახლა ველოდებით, როდის მიმართავს პროკურატურა სასამართლოს და რას მოითხოვს წინასწარი აღმკვეთი ღონისძიების სახით. ამ მოქმედებების შემდეგ თიბისი ბანკის აქციებმა ლონდონის ბირჯაზე რამდენიმე საათში სერიოზული ვარდნა განიცადა. ინვესტორებმა დაკარგეს ფული.

მიუხედავად იმისა რომ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე სამეთვალყურეო საბჭოდან გავიდნენ, ინვესტორების დამშვიდება ადვილი საქმე არ არის. კიდევ უფრო რთული პოტენციური ინვესტორების დარწმუნება იქნება ითანამშრომლონ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან რომელიც ცალსახად ჯაფარიძე ხაზარაძის სახელებს უკავშირდება. პროკურატურამ ბრალის წაყენება ანაკლიის კონსორციუმის გადაწყვეტილების გასაჯაროვებას მშენებელი კომპანიის სერჩევასთან დაკავშირებით დაახლოვებით ერთი საათით დაასწრო. ფაქტია კომპანია შერჩეულია. კონკურსი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა და არჩევანი კონსორციუმმა ფრანგულ Eiffage - ზე შეაჩერა, რომელიც ევროპაში სამშენებლო კომპანიათა ხუთეულში შედის და მსოფლიოს მასშრაბით 100 000 ზე მეტი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული.

სტუმარი: გიორგი წურწუმია - "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", საინჟინრო ოპერაციების მენეჯერი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები