მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ანაკლიის კონსორციუმის“ მორიგი განცხადება არის კიდევ ერთი ტყუილი, ბიძინა ივანიშვილი არ არის „ფოთის თიზის“ მეწილე - ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (R)

615c4ab15bf51
BM.GE
05.10.21 16:58
1079
"ანაკლიის პორტის პროექტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ჩააგდო. ეს ფაქტია, ისევე როგორც მისი აშკარა მცდელობები, ამ მარცხზე პასუხისმგებლობა სხვას აჰკიდოს და ამით შეიქნას არგუმენტი საარბიტაჟო სასამართლოზე ბიუჯეტისთვის მილიონობით დოლარის მოსათხოვნად. კონსორციუმის ახლახანს გამოქვეყნებული განცხადება იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი ფლობს წილს ფოთის თავისუფალ ინდუსტრიული ზონაში და არის მისი ერთ- ერთი მესაკუთრე, გამონაკლისი არაა და არის მორიგი ტყუილით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

ეს არომ ასეა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დარწმუნდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომლითაც ოფიციალურად დასტურდება, რომ შპს „ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას“ ჰყავს სამი მესაკუთრე და ესენია: საქართველოს მთავრობა - 10 %, არაბული კომპანია „რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანო“ (სახელმწიფო ორგანო) - 15% და ჩინური კომპანია შპს სი ი ეფ სი (ევრო-აზიური) – 75 %,"- ნათქვამია ფოთის თიზ-ის განცხადებაში.

(R)




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები