მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ანაკლიის ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობას ,,ტექნიტალი და ჰაედესი" განახორციელებს - Anaklia Sea Port

სს

"ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობას საერთაშორისო ტენდერით შერჩეული კომპანია ,,ტექნიტალი და ჰაედესი" განახორციელებს",- ამის შესახებ ინფორმაიას ანაკლიის საზღვაო ნავსადგური (Anaklia Sea Port) ავრცელებს.

მათი ცნობით, შესაბამისი ხელშეკრულება ,,ანაკლიის საზღვაო ნავსადგურსა“ და იტალიურ-ბელგიურ ერთობლივ საწარმოს ,,ტექნიტალი და ჰაედესი" (JV TECHNITAL S.p.A. (Italy) and HAEDES BV (Belgium) შორის გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს შპს ,,ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის” დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ და ერთობლივი საწარმოს წამყვანი წევრის (TECHNITAL S.p.A.) უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ფილიპო ბოლზონელომ.

"„ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“ მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების საფუძველზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოებისთვის (Design & Build) საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის მიზნით საერთაშორისო ტენდერი/შერჩევა 2024 წლის ნოემბერში გამოაცხადა.

აღნიშნულ მოწვევას გამოეხმაურა და ინტერესი გამოხატა სამმა პრეტენდენტმა: ერთობლივმა საწარმომ FUTURE PROMAN S.A. (პორტუგალია) და ILF Consulting Engineers Georgia LLC (საქართველო); ერთობლივმა საწარმომ Moffatt & Nichol Ltd (დიდი ბრიტანეთი) და SMEC International Pty Ltd (ავსტრალია) და ერთობლივმა საწარმომ TECHNITAL S.p.A. (იტალია) და HAEDES BV (ბელგია).

მათგან ე.წ. ,,მოკლე სიისთვის“ შეირჩა ორი ერთობლივი საწარმო (JV FUTURE PROMAN S.A. and ILF Consulting Engineers Georgia LLC და JV TECHNITAL S.p.A. and HAEDES BV), რომლებსაც ტექნიკური და ფინანსური წინადადების წარმოსადგენად მიეცათ რამდენიმეთვიანი ვადა. სატენდერო კომისიამ აღნიშნული ორი პრეტენდენტიდან გამარჯვებულად დაასახელა იტალიურ-ბელგიური ერთობლივი საწარმო ,,ტექნიტალი და ჰაედესი," რომელთანაც 2025 წლის 27 ივნისს ხელშეკრულება გაფორმდა", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები