მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის და რკინიგზის პროექტი არ ჩანს - რა არის დაგვიანების მიზეზი

5de529c3aafb5
თელარა გელანტია
02.12.19 20:00
2798
მიმდინარე წლის ზაფხულში საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელდა ინფორმაცია, სადაც ეწერა, რომ ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტის წარდგენა 2019 წლის 2 ოქტომბერს მოხდებოდა, რის შემდგომაც უშუალოდ მშენებელი კომპანიის შერჩევის პროცესი დაიწყებოდა.

დაანონსებული 2 ოქტომბრიდან 2 თვის თავზე, bm.ge-მ თემა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მოიკითხა. ჩვენ დავინტერესდით, მზად არის თუ არა პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტი და როდის გაიმართება მისი პრეზენტაცია.

მაია ცქიტიშვილის უწყების პასუხს bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ამ დროისათვის ანაკლიის გზისა და რკინიგზის პროექტის პროექტირება ფინალურ ეტაპზეა, მიმდინარეობს პროექტირების სამუშაო პროცესი, პროექტის სირთულისა და კომპლექსურიბის გამო, რადგან გზაში შედის რკინიგზის კომპონენტიც. საპროექტო ორგანიზაციამ 2 ოქტომბერს წარმოდგინა პირველადი პროექტი, რომელიც უკან დაუბრუნდა კონტრაქტორს დეპარტამენტის და რკინიგზის შენიშვნების გასათვალისწინებლად. შესწორებული ვარიანტი იქნა წარმოდგენილი 25 ნოემბერს, ხოლო საბოლოო პროექტის წარმოდგენის ვადა 25 დეკემბერია. ხელშეკრულების ვადა იწურება თებერვლის დასაწყისში. პროექტირების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად გავყვებით პროცედურებს ტენდერის გამოსაცხადებლად“, - ნათქვამია სამინისტროს წერილობით პასუხში.

შეგახსენებთ: საავტომობილო გზების დეპარატმენტის დაკვეთით, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი 18 კმ-იანი საავტომობილო გზისა და რკინიგზის პროექტირებას საპროექტო კომპანია „სმექი“ ახორციელებს.

ცნობისთვის: ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის და რკინიგზის მშენებლობის საორიენტაციო ღირებულება 330 მილიონი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები