მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლემშვენიერა - დავით გარეჯის მონასტრის გზის რეაბილიტაციისთვის ₾14.4 მილიონის ტენდერი გამოცხადდა

გზა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ლემშვენიერა-დავით გარეჯის მონასტრის საავტომობილო გზის 13.5 კმ-იანი (კმ1-კმ14) მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის 14.4 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი გარდაბნის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარეობს, იწყება სოფელ ჯანდარის ჩრდილო-დასავლეთით, გაივლის სოფელ ლემშვენიერას მიმდებარე ტერიტორიას და მთავრდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტში საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის საავტომობილო გზის 10-ე კმ-ის მიმდებარედ.

პროექტი ითვალისწინებს გზის სრულ რეაბილიტაციას, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია და ასფალტბეტონის საფარის დაგება. არსებული ხელოვნური ნაგებობების აღდგენა და ახალი ნაგებობების მოწყობა. ასევე გათვალისწინებულია მიერთებების, წყალგამტარი მილების, საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა. ტენდერში განაცხადების მიღება 26 სექტემბრიდან დაიწყება და პირველ ოქტომბრამდე გაგრძელდება.

სატენდერო პირობების მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს 10 თვეში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები