განცხადებები, რაც კეთდება, ანაკლიის პორტის პროექტის ჩაძირვისკენ არის მიმართული. - ეს მოსაზრება „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელ პაატა ცაგარეიშვილს ეკუთვნის. მისი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს პროცესი დროში გაიწელოს და ინვესტორებში დაიკარგოს მშენებლობის შეგრძნება. სახელმწიფო ერთს იძახის, შედეგობრივად კი, სხვა მიმართულებით მიდის. ინფორმაციისთვის, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან არაერთი განცხადება გავრცელდა, სადაც საუბარია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობაზე. უწყება მიუთითებს, რომ ანაკლიის პორტის მშენებელობისთვის დაფინანსების მოძიება კვლავ მიუღწეველი ჩანს და რომ დაფინანსების მოძიების ვადების დარღვევის განო, პორტის მშენებლობა 2 წლით, 2022 წლამდე გადაიწევს.
სტუმარი: დავით ჯავახაძე - „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო“ ხელმძღვანელი


































