მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის განვითარების კონსორციუმში სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ პროექტს ხელი არ შეშლოდა, რადგან მათ წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებებია ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით,- ასეთია ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განმარტება სამეთვალყურეო საბჭოში გუშინ განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. რას ელოდება ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მას შემდეგ, რაც საბჭოში ცვლილებები განხორციელდა და ჯაფარიძისა და ხაზარაძის ადგილი მაიკლ ქაუგილმა, თედ ჯონასმა და ჟან-პატრიკ ვუაზამ დაიკავეს?


































