მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით სახელმწიფო პირნათელი იყო - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით სახელმწიფო პირნათელი იყო. განცხადება პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებისას გააკეთა.

პრემიერმა იუსტიციის სამინისტროს და თავად მინისტრ რატი ბრეგაძეს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

„სახელმწიფომ მოიგო საარბიტრაჟო დავა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ყველაფერი სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად. სახელმწიფო იყო პირნათელი ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით. როცა ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ვერ ასრულებდა ვალდებულებებს, ყველანაირი პირობა იყო შექმნილი კონსორციუმისთვის, რომ პირობები შეესრულებინათ, თუმცა კონსორციუმმა ვალდებულებები ვერ შეასრულა. სახელმწიფომ დაიცვა სახელმწიფო ინტერესები და საბოლოო ჯამში, დადგინდა სიმართლე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის იანვარში ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება ცალმხრივად გაწყვიტა, რასაც ინვესტორთა მხრიდან საარბიტრაჟო დავის დაწყება მოჰყვა. არბიტრაჟის დავის საგანი $1.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

საარბიტრაჟო სარჩელი მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ანაკლიის პორტის სხვა უცხოელ ინვესტორებთან ერთად, 2020 წელს შეიტანეს. სარჩელი ეხებოდა 2020 წლის იანვარში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მიზნით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონობასა და ADC-სა და მისი ინვესტორების მიერ განხორციელებული ინვესტიციის ანაზღაურებას.

პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, 650 000 დოლარის გადახდა დაეკისრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები