ანაკლია სითის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი ამბობს, რომ იაპონური მხარის მხრიდან პროექტის მიმართ ინტერესი პროექტის დასაწყისშივე იყო.
ანაკლია სითის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ დღეს პროექტის ირგვლის არასახარბიელო გარემოა, რაშიც გულისხმობს იმ სამართლებრივ დავას, რაც ყოფილ ინვესტორ კომპანიას სახელმწიფოსთან აქვს და ასევე პროექტის შელახულ რეპუტაციას.
თუმცა ბოჭორიშვილი მიღმა ამისა, ამბობს, რომ პროექტი გასააქტიურებელია, რადგან მას ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
“ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი იაპონიის მხრიდან თავიდანვე იყო. ანაკლიის ეკონომიკური ზონის ოპერატორი იყო იაპონური კომპანია, რომელსაც დღესაც აქვს ინტერესი ამ ზონის შექმნის მიმართულებით. ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია ამ პროექტის გაცოცხლება და განვითარება. ეს უნდა მოხდეს ყველა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მორიგი წარუმატებელი პროექტი არ შედგეს. ინვესტორს უნდა გააჩნდეს სურვილი და ჰქონდეს არანაირი რისკი, რომ რაიმე შეფერხება შეხვდება.
ანაკლიის პროექტის განხორციელება ბოლო 70 წლის განმავლობაში არაერთხელ დაიწყო და სამწუხაროდ, ყოველთვის შეჩერდა. მსგავსი შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვაქვს. გარემო არ არის სახარბიელო, რადგან არის სასამართლო პროცესები, გაფუჭებული რეპუტაცია. თუმცა ყველა მონაწილე, კერძო სექტორი და სახელმწიფო უნდა დასხდნენ ერთ მაგიდასთან და ეს პრობლემა გადაიჭრას", - ამბობს ანაკლია სითის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულება გაწყვიტა, რასაც როგორც კონსორციუმის, ასევე, მისი ერთ-ერთი ინვესტორის, ბობ მეიერის მხრიდან საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვა მოჰყვა.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი დავობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულმა დესტრუქციულმა ნაბიჯებმა ამ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება შეაჩერა, რამაც ინვესტორებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მოუტანა.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი დავობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულმა დესტრუქციულმა ნაბიჯებმა ამ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება შეაჩერა, რამაც ინვესტორებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მოუტანა.




























