მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე კვირა Tesla-სთვის არც თუ ისე წარმატებულად დაიწყო და მის აქციებზე ფასი თითქმის 26%-ით შემცირდა, ანალიტიკოსების ვარაუდით, კომპანიას წინ ბევრად კარგი მომავალი აქვს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ანალიტიკური კომპანია Ark Invest-ის ვარაუდით, 2025 წლისთვის Tesla-ს აქციების ღირებულება 3,000 აშშ დოლარს გაუტოლდება, რაც 350%-იან ზრდასაც კი აჭარბებს.
Ark Invest-ი აცხადებს, რომ უარესი სცენარის შემთხვევაში, აღნიშნული პერიოდისთვის Tesla-ს აქციების ღირებულება 1,500 აშშ დოლარი მაინც იქნება.
შეგახსენებთ, რომ Tesla ელექტრონული ავტომობილების გაყიდვების კუთხით ბაზრის ლიდერია - მან გასულ წელს 500,000 ავტომობილი გაყიდა, თუმცა შეძლებს თუ არა კომპანია ბაზრის ლიდერის პოზიციების შენარჩუნებას, გაურკვეველია, რადგან ელექტრონული ავტომობილების წარმოების დაწყებაზე აცხადებენ ისეთი ცნობილი ავტოკონცერნები, როგორიც არის Volkswagen-ი, General Motors-ი და Ford-ი.




























