9 თვეში ანანასის იმპორტი 99.8%-ით 1.02 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საქართველომ 1.02 მლნ აშშ დოლარის 1,108 ტონა ანანასი შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 794.8 ათასი აშშ დოლარის 759.7 ტონა. წელს, ანანასის შესასყიდი ფასი (დღგ-ს და სხვა გადასახადების გარეშე) საქართველოსთვის 92 ცენტი გამოდის.
TOP-5 იმპორტიორი ქვეყნის ჩამონათვალი:
- თურქეთი - $840.8 ათასი, 962.8 ტონა;
- ნიდერლანდები - $116.2 ათასი, 79.6 ტონა;
- კოსტა-რიკა - $48.6 ათასი, 52 ტონა;
- სომხეთი - $9.6 ათასი, 12.2 ტონა;
- პორტუგალია - $3.6 ათასი, 180 კგ.