2020 წელს შპს "ინვესტ ჯგუფმა" ანანოვების სასახლე და მისი მიმდინარე ტერიტორია 1,375,000 ლარად შეიძინა. სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ განახორციელებდა 4 მილიონი ლარის ინვესტიცია და ადგილზე ტურისტული ობიექტს მოაწყობდა.
ადგილზე ობიექტს ფუნქციონირება ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში უნდა დაეწყო. როგორც ქონების ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, ინვესტორმა საინვესტიციო ვალდებულებები დაარღვია და დაჯარიმდა. სააგენტოს ინფორმაციით, შპს ინვესტ ჯგუფი პროექტის ვადების გახანგრძლივებას 2026 წლამდე ითხოვს.
“სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „ინვესტ ჯგუფს“ შორის 26.02.2020 წელს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კომპანიას ეკისრება პირგასამტეხლო.
დამატებით გაცნობებთ, რომ კომპანიამ მომართა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა აღნიშნული ვალდებულების შესრულების ვადის გაზრდა 26.02.2026 წლის ჩათვლით, რასთან დაკავშირებითაც სააგენტოში მიმდინარეობს წარმოება და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის,” - წერია ქონების ეროვნული სააგენტოს წერილობით პასუხში.