მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ანანურიდან ფასანაურამდე გზის 19-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის ₾41-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

ანანური

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ანანურიდან ფასანაურამდე გზის 19-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის შესახებ ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის ღირებულება 41.5 მილიონ ლარს შეადგენს. საავტომობილო გზა იწყება სოფელ ანანურის სამხრეთით, გაივლის სოფელ ციხისძირს, სოფელ მენესოს და მთავრდება სოფელ ჭართალის ჩრდილო-დასავლეთით ხანდოს ხევის ხიდთან. გზა მეტწილად მდინარე არაგვის სანაპირო ზოლს მიუყვება.

გამოცხადებული ტენდერის თანახმად, გზის ტექნიკური პარამეტრები 60 კმ/სთ მოძრაობაზე იქნება გათვლილი, მისი სიგანე კი 8-9 მეტრი იქნება.

"პრეტენდენტს, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდსა და გამოცდილების არეალში, დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 80%-ის ოდენობის, მათ შორის, 1 (ერთი) დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 20%-ისა," - ნათქვამია ტენდერის პირობებში.

კომპანიებს წინადადებების წარდგენა 30 აპრილამდე შეეძლებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები