მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაკურიანში ზამთრის სეზონის დაწყებამდე გზის საფარის ქვედა ფენები მოეწყობა - ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ბაკურიანი

ბაკურიანში, ზამთრის სეზონის დაწყებამდე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზების მოწესრიგების სამუშაოებს განახორციელებს - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე გზის საფარის ქვედა ფენები მოეწყობა, რაც ზამთრის აქტიურ სეზონზე ადგილობრივი მოსახლეობისა და კურორტის დამსვენებლებისთვის გადაადგილებას უფრო კომფორტულსა და უსაფრთხოს გახდის.

სამინისტროში განმარტავენ, რომ ბაკურიანში ამჟამად წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მასშტაბური მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რის გამოც საგზაო ინფრასტრუქტურის სრულფასოვანი განახლება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.

"არსებული მდგომარეობისა და ზამთრის სეზონზე ვიზიტორთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის დასრულებამდე გზებზე ქვედა ფენები მოეწყოს, რათა მოსახლეობასა და დამსვენებლებს გადაადგილების პირობები გაუუმჯობესდეთ", - აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, მიწისქვეშა კომუნიკაციების პროექტის დასრულების შემდეგ კურორტზე საგზაო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია განხორციელდება. სამუშაოები გზის საფარის საბოლოო (ზედა) ფენების დაგებას, სანიაღვრე სისტემებისა და ტროტუარების მოწყობას მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები