პორტუგალიურ საფეხბურთო გრანდ “პორტოს” ანდრე ვილაშ-ბოაშის სახით ახალი პრეზიდენტი ჰყავს. არჩევნებში სულ სამი კანდიდატი მონაწილეობდა და ხმის მიცემის უფლება 27 ათასამდე ადამიანს გააჩნდა.
ამომრჩევლების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, 21 ათასზე მეტმა ადამიანმა მხარი ვილაშ-ბოაშს დაუჭირა, ჟორჟე ნუნუ პინტუ და კოშტამ 5 ათასზე მეტი ხმა მიიღო, ხოლო ნუნუ ლობომ 53.
წარსულში ანდრე “პორტოს” მთავარი მწვრთნელი იყო და 2010/11 წლებში ქვეყნის ჩემპიონატი, თასი, სუპერთასი და ევროპალიგა მოაგებინა. ამასთან მან “აკადემიკაში”, “ჩელსიში”, “ტოტენჰემში”, “ზენიტში”, “შანხაისა” და “მარსელში” იმუშავა, საიდანაც 2021 წელს წავიდა და სამწვრთნელო კარიერაც დაასრულა.
პორტუგალიელი “პორტოს” ისტორიაში 32-ე პრეზიდენტია და აღნიშნა, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ გუნდისთვის სიცოცხლის დათმობისთვისაც მზადაა. ის კლუბის პრეზიდენტი 4 წლიანი მანდატით, 2028 წლამდე აირჩიეს.
ცნობისთვის, აქამდე “პორტოს” პრეზიდენტი ჟორჟე ნუნუ პინტუ და კოშტა იყო, რომელიც გუნდის სათავეში 1982 წლიდან იდგა და ამ პერიოდში ჩემპიონთა თასის ორჯერ მოგებაც მოახერხა.