17 წლის ქართველი ფეხბურთელი ანდრია ბართიშვილი კარიერის ახალ ეტაპს ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კლუბში, ლონდონის „არსენალში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბართიშვილი 1 სექტემბერს ლონდონში გაემგზავრება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის. მისი წარმატებით დასრულების შემდეგ ქართველი ნახევარმცველი „არსენალთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ბართიშვილის ტრანსფერში ლონდონური კლუბი 4.5 მილიონ ევროს გადაიხდის.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელი „არსენალის“ შემადგენლობას დაუყოვნებლივ ვერ შეუერთდება. ბართიშვილი კლუბში 2027 წლის ზაფხულში გადავა, მას შემდეგ, რაც 18 წლის გახდება.




























