მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანდრეი კასიანოვი საქართველოს ტოვებს - დიპლომატს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა

6465d4af64c03
გიორგი არონია
18.05.23 11:35
644

საქართველოში უკრაინის სპეციალურ წარმომადგენელს, ანდრეი კასიანოვს დიპლომატიური უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, რის გამოც ის საქართველოს ტოვებს, - ამის შესახებ უკრაინის საელჩოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომელსაც უწყება Facebook-ზე ავრცელებს. უკანასკნელი წლის განმავლობაში ანდრეი კასიანოვი საქართველოში უკრაინის საელჩოს მას შემდეგ ხელმძღვანელობდა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი იგორ დოლგოვი გაიწვია.

“დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინას და საქართველოს აქვთ არა მხოლოდ საერთო ისტორია, არამედ საერთო ნათელი მომავალი ევროპულ სახელმწიფოთა ოჯახში. მჯერა, რომ ევროკავშირსა და NATO-ში ჩვენი სახელმწიფოების გაწევრიანების სტრატეგიული მიზანი უახლოესი მომავლის საკითხია”, - ვკითხულობთ ანდრეი კასიანოვის განცხადებაში.

გამოსამშვიდობებელ წერილში კასიანოვი ქართველებისა და უკრაინელების მეგობრობაზეც წერს და აღნიშნავს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა ორი ერი ერთმანეთს კიდევ უფრო დააახლოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები