თურქეთმა ყირიმთან დაკავშირებით პოზიცია კიდევ ერთხელ დაადასტურა და განაცხადა, რომ ყირიმის უკანონოდ არის ანექსირებული. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსიით საერთაშორისო სამართალი დაარღვია.
"ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ უკრაინის ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ანექსია მოახდინა. ანექსია მოხდა 2014 წლის 16 მარტს არალეგიტიმურად ჩატარებული რეფერენდუმის საშუალებით", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
2014 წლის მარტში რუსეთმა უკრაინის ნახევარკუნძულის, ყირიმის ანექსია მოახდინა. საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლეთის ქვეყნები ყირიმს ისევ უკრაინის ნაწილად აღიარებენ და მაშინ რუსეთს სანქციებიც დაუწესეს.