მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ანიელების ოჯახი “იუვენტუსის” გაყიდვაზე უარს აცხადებს

ანიელები იუვენტუსი

ტურინის იუვენტუსის შეძენა კომპანია Tether Investments-ს სურს, რომელიც კლუბის აქციების მცირე პროცენტს უკვე ფლობს, მაგრამ მიზანია, რომ იტალიური გრანდი სრულად შეისყიდონ.

Tether-მა "ბიანკონერის" ამჟამინდელ მფლობელ ჯონ ელკანს და მის კომპანია Exor-ს 1 მილიარდი ევროც შესთავაზა 100%-იანი წილის სანაცვლოდ, მაგრამ ელკანმა შეთავაზება უარყო.

"იუვენტუსი 102 წელია ჩემი ოჯახის ნაწილია. საუკუნის განმავლობაში ოთხმა თაობამ გააფართოვა ის, გააძლიერა, რთულ პერიოდში იზრუნა მასზე და მისი გამარჯვებები იზეიმა. კლუბი გაცილებით, ბევრად უფრო დიდი ოჯახის, "ბიანკონერების" ოჯახის ნაწილია, მილიონობით გულშემატკივრის იტალიასა და მთელ მსოფლიოში, რომლებსაც უყვართ იუვე, ისე, როგორც ძვირფასი ადამიანი. ამ ვნებაზე, ამ სიყვარულის ისტორიაზე ფიქრით, რომელიც საუკუნეზე მეტია გვაერთიანებს, როგორც ოჯახი ვაგრძელებთ კლუბის მხარდაჭერას და ვიყურებით მომავალში, რათა გამარჯვებული იუვენტუსი ავაშენოთ. იუვენტუსი, ჩვენი ისტორია, ჩვენი ღირებულებები არ იყიდება" - განაცხადა ელკანიმ

ჯონ ელკანი ლეგენდარული ჯანი ანიელის შვილისშვილია და ბოლო წლებში კლუბი მის განკარგულებაშია. ანიელების ოჯახი "იუვენტუსს" საუკუნეზე მეტია, 1923 წლიდან მფლობს და მსოფლიო ფეხბურთში მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები