თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის სასახლეში გაიმართა "ოცნების" არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია.
ყაველაშვილი დელეგაციასთან ერთად ერდოღანმა პირადად მიიღო და უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ყაველაშვილისა და ერდოღანის შეხვედრა როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში. შეხვედრების დასრულების შემდეგ ლიდერები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ყაველაშვილი ასევე შეხვდება თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარეს, ნუმან ქურთულმუშს.




























