მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანომალია საქართველო-ყირგიზეთის სავაჭრო ბალანსში, სად“იკარგება” საქართველოდან გაგზავნილი ავტომობილები?

სხვადასხვა ქვეყნების სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით გარკვეულწილად ანომალიური ვითარება აღმოვაჩინეთ, როცა საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო ანუ ეკონომიკური პარტნიორი ქვეყნები, საკუთარ სტატისტიკურ მონაცემებში სულაც არ აფიქსირებენ, ისეთ ზრდას, როგორიც საქართველოს ექსპორტის მონაცემებშია აღწერილი - მაგალითისთვის ავიღოთ ყირგიზეთი, რომელიც თვალსა და ხელს შუა, უფრო სწორად, რუსეთ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ევროპა აზიის გარდამავალი პუნქტი გახდა, რათა ყველა და ნებისმიერი მოთხოვნილი საქონელი და პროდუქტი სანქცირებულ რუსეთის ფედერაციაში მოხვდეს. საქმე ავტომობილების რეექსპორტს ეხება, რომელსაც ქაღალდზე ყირგიზები ყიდულობენ. ვნახოთ რას წერს ყირგიზეთის სტატისტიკური სამსახური - აღმოაჩენთ, რომ საქართველოდან გადაზიდული ავტომობილების მხოლოდ და მაქსიმუმ 10 % ჩადის დანიშნულების ადგილას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები