მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ANOVA: მოსახლეობა ყველაზე პრობლემატურ საკითხებად უხარისხო ჯანდაცვას და განათლებას ასახელებს

606c98c0ee708
მარიამ ადამია
06.04.21 22:30
645
კვლევითმა კომპანია ,,ანოვამ’’ მოსახლეობის დამოკიდებულებების გამოსავლენად სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა, სადაც მონაწილეობა მთელი საქართველოს მასშტაბით 758-მა მოქალაქემ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მიიღო.

კვლევის პირველი კითხვა იყო, თუ რომელია ყველაზე პრობლემატური სფერო ქვეყანაში? კვლევის შედეგად ვლინდება, რომ მიმდინარე პერიოდში მოსახლეობისთვის განათლებისა და ჯანდაცვის სფეროები თანაბარმნიშვნელოვნად პრობლემატურია (22-22%).

საგულისხმოა, რომ განათლების სფეროს უფრო მეტად პრობლემატურად მიიჩნევენ თბილისის მაცხოვრებლები (29%), ვიდრე რეგიონის (18%). ამასთან, აღნიშნულ საკითხს ქალები (29%) კაცებზე (13%) მეტად განიცდიან. იგივე ტენდენცია შეიმჩნევა ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებითაც (თბილისი - 26%, რეგიონი - 20%; ქალი - 25%, კაცი - 18%).

ჯანდაცვისა და განათლების სისტემაზე მეტად, გამოკითხულთა მესამედს სიღარიბე ადარდებს. ყოველი მეხუთე კი ლარის გაუფასურებას, ეკონომიკასა და/ან დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიცდის. ყველაზე უმნიშვნელო პრობლემად მოსახლეობას მედიის დამოუკიდებლობის საკითხი მიაჩნია (2%).

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ "ანოვამ" ჩაატარა კვლევა, თუ როგორია საქართველოში მომხმარებლის ქცევა COVID-19 პანდემიის პირობებში? და რა გავლენას ახდენს ვირუსი მომხმარებელზე? სადაც გამოჩნდა, რომ ადამიანების უმეტესობა, კორონავირუსით დაინფიცირებაზე მეტად, უსამსახუროდ და შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩენაზე შიშობდა, ასევე პრობლემად სახელდებოდა გაძვირებული პროდუქტები, დოლარისა და ევროს კურსის ზრდა. ხოლო მიმდინარე პერიოდში კვლევა ჩატარდა სწავლების დისტანციური ფორმის შესახებ, თუ როგორ აფასებს მოსახლეობა განათლების ხარისხს პანდემიის პერიოდში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები