მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ანრი ოხანაშვილის მოადგილედ გიორგი დგებუაძე დაინიშნა

გიორგი დგებუაძე

"ქართული ოცნების" იუსტიციის მინისტრმა, ანრი ოხანაშვილმა მოადგილის თანამდებობაზე გიორგი დგებუაძე დანიშნა.

დგებუაძე პროფესიით იურისტია. განათლება მიღებული აქვს ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, ხარისხი კი კიოლნში დაიცვა.

"იგი იკავებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თანამდებობას საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამეცნიერო კვლევების მიმართულებით. გიორგი დგებუაძე არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; აქვს აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში; სხვადასხვა დროს მუშაობდა კიოლნის უნივერსიტეტის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების სამართლის ინსტიტუტისა და ფრაიბურგის მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის კვლევით პროექტებში; იყო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) სააპელაციო პალატის მოწვეული სპეციალისტი", - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ რაც "ოცნების" მთავრობის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ანრი ოხანაშვილი გახდა, თანამდებობა დატოვეს მოადგილეებმა თამარ ტყეშელაშვილმა და ბუბა ლომუაშვილმაც.

ანრი ოხანაშვილს გიორგი დგებუაძის ჩათვლით ახლა 5 მოადგილე ჰყავს: ლევან ხარანაული; ირაკლი ბერაია; ბექა ძამაშვილი; ნიკო თათულაშვილი.

აქედან ოთხი ახლად დანიშნული მოადგილეა, ბექა ძამაშვილმა კი, პოსტი შეინარჩუნა. ის პოსტზე 2021 წელს დაინიშნა.

bm.ge ცდილობს უწყებაში გაარკვიოს, 5 მოადგილე ეყოლება მინისტრს, თუ ის ცოტა ხნის წინ გადამდგარ ერეკლე ღვინიანიძეს ჩაანაცვლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები