მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანტალიის აეროპორტში რუსული „აზიმუტის“ თვითმფრინავს დაშვებისას ცეცხლი გაუჩნდა

თურქეთი
25.11.24 09:55
106

თურქეთში, ანტალიის აეროპორტში „აზიმუტის“ თვითმფრინავს დაშვებისას ცეცხლი გაუჩნდა. Sukhoi Superjet 100, რომელიც ფრენას სოჭიდან ასრულდება, 2017 წელს არის წარმოებული და კვირას საღამოს, ცუდი ამინდის პირობებში ანტალიის აეროპორტში ეშვებოდა.

წინასწარი მონაცემებით, ცეცხლი ერთ-ერთ ძრავს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ჰაერის ნაკადის ცვლილების გამო უხეში დაშვების შედეგად, თვითმფრინავი ასაფრენ-დასაფრენ ზოლს შეეხო. მგზავრების ევაკუაცია გასაბერი ტრაპით მოხდა, ცეცხლი კი ოპერატიულად ჩააქრეს. ბორტზე სულ 89 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები