მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანტარქტიდაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

5fe32d4ab810e
ნათია თაქთაქიშვილი
23.12.20 16:18
819
ანტარქტიდაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა; კონტინენტი ამ დრომდე ერთადერთი ადგილი იყო, სადაც COVID-19-ის შემთხვევა არ ფიქსირდებოდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის მიხედვით, ანტარქტიდაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის შესახებ ჩილეს შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომელიც მუდმივადაა ბაზირებული ანტარქტიდაში მდებარე ერთ-ერთ სამეცნიერო სადგურში.

მათი განცხადებით, შეიარღებული ძალებიდან 36 პირია ინფიცირებული. ჯარისკაცები უკვე იზოლირებულები არიან და შესაბამისი კონტროლის ქვეშ იმყოფებიან.

გამოცემა წერს, რომ ანტარქტიდის სამეცნიერო და სამხედრო სადგურებმა ვირუსის თავიდან ასაცილებლად საგანგებო ზომები ბოლო თვეების განმავლობაში მიიღეს, დაკეტეს დაწესებულებები და უარი თქვეს ტურისტების მიღებაზე.

მკველვარების განცხადებით, ეს მასობრივი ინფიცირების პირველი შემთხვევაა ანტარქტიდაში, სადაც, დაახლოებით, 38 კვლევითი სადგურია და 1000-მდე ადამიანია დასაქმებული. მათი თქმით, გაზრდილი ინფიცირების შემთხვევები გაზაფხულსა და ზაფხულში რეგიონში მომატებულ ტურისტულ ვიზიტებს უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები