მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Anthropic-ის შემოსავლები 80-ჯერ გაიზარდა

anthropic

ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ამერიკული Anthropic-ის აღმასრულებელი დირექტორის, დარიო ამოდეის განცხადებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კომპანიის ზრდამ, წლიურ ჭრილში, მოლოდინს გადააჭარბა და 80-ჯერ მეტი მაჩვენებელი შეადგინა.

სან-ფრანცისკოში გამართულ დეველოპერთა კონფერენციაზე ამოდეიმ აღნიშნა, რომ კომპანია მაქსიმუმ 10-ჯერ ზრდას პროგნოზირებდა, რამაც, მოუმზადებლობის გამო, ინფრასტრუქტურაზე მნიშვნელოვანი ზეწოლა გამოიწვია.

ამოდეის თქმით, მოთხოვნის ასეთი ექსტრემალური მატება სწორედ იმ სირთულეების მიზეზია, რაც მომხმარებლებს გამოთვლითი სიმძლავრეების კუთხით ექმნებათ. პრობლემის მოსაგვარებლად, კომპანიამ რამდენიმე მსხვილი შეთანხმება გააფორმა, მათ შორის მრავალმილიარდიანი გარიგება Amazon-თან და სტრატეგიული პარტნიორობა SpaceX-თან.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Anthropic AI ზარალზე მყოფი, კერძო სტარტაპია, რომლის შეფასება $1 ტრილიონს უახლოვდება და ის უახლოეს მომავალში საფონდო ბირჟაზე IPO-ს გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები