მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Anthropic-მა მონაცემთა ცენტრების გენერატორებით აღსაჭურვად $3.4-მილიარდიანი გარიგება გააფორმა

anthropic

ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნისა და აღჭურვილობის დეფიციტის ფონზე, Anthropic-მა მონაცემთა ცენტრების ბუნებრივ აირზე მომუშავე გენერატორებით უზრუნველსაყოფად $3.4-მილიარდიანი ხელშეკრულება გააფორმა.

Financial Times-ის ინფორმაციით, ხელოვნური ინტელექტის კომპანიამ 1.7 გიგავატის სიმძლავრის მძიმე დანიშნულების გენერატორების მიწოდებაზე შეთანხმებას ტეხასურ OnePWR Solutions-თან სექტემბრის ბოლოს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ ეს გარიგება ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის მიერ ენერგეტიკული აღჭურვილობის ერთჯერადად შეძენის ყველაზე მსხვილი ცნობილი შემთხვევაა და ის დანადგარების დასამონტაჟებლად საჭირო საინჟინრო და სამშენებლო მომსახურებასაც მოიცავს.

ინფორმაციისთვის, OnePWR-მა გენერატორები კომპანია Caterpillar-ს დაახლოებით ორი წლის წინ შეუკვეთა, თუმცა ტრანზაქციის დასასრულებლად დაფინანსება სჭირდებოდა. თავდაპირველად Anthropic-ი ტეხასური ფირმის მომხმარებლად გახდომას გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ არსებული შეკვეთების პირდაპირ გადაბარება ამჯობინა.

მსხვილი შესყიდვით Anthropic-ი საკუთარი ოპერაციების მხარდამჭერ ინფრასტრუქტურაზე კონტროლის გაძლიერებას გეგმავს. როგორც ცნობილია, აქამდე კომპანია ჩიპების, მონაცემთა ცენტრებისა და ელექტროენერგიის მოსაპოვებლად ძირითადად პარტნიორებს ეყრდნობოდა, თუმცა 2045 წლამდე გამოთვლით სიმძლავრეებზე თითქმის $900 მილიარდის ვალდებულებები უკვე აღებული აქვს და სურს ეს ტენდენცია შეამციროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები