100-მდე შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტი, 10 მილიარდ ლარამდე დაკარგული ინვესტიცია და 100 000- მდე გაუქმებული სამუშაო ადგილი, - ასეთია "საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის" შედეგები, რომელიც ორგანიზაციამ ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკური საფრთხეების გაანალიზების ფარგლებში მოამზადა.
ორგანიზაციის ანალიტიკის მიხედვით, საფრთხის წინაზეა როგორც მიმდინარე ინფრასტრუქტურული, ისე ენერგეტიკის, გარემოს დაცვითი თუ სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული მასშტაბური პროექტები. ეს კი მათი გათვლებით, ქვეყნის ეკონომიკაზე წლიურად 1,5%-იდან 2%-მდე შემცირებაში გადაითარგმნება.
რა გაანგარიშებას ეფუძნება სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის მიერ მომზადებული კვლევა?
სტუმარი: პაატა ცაგარეიშვილი - “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორი;