მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა - ღარიბაშვილი

60ebec12b2d5d
ვიქტორია მღებრიშვილი
12.07.21 11:12
983
"ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა და ვერასოდეს შედგება ჩვენს ქვეყანაში", - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 5-6 ივლისს რადიკალი ძალების მიერ მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი, რომლის შემდეგაც გუშინ "ტვ პირველის" ნაცემი ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაიცვალა. ამ ფაქტმა მედიასაშუალებები გააერთიანა და მათ გუშინვე პარლამენტის წინ მთავრობის მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის და შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადადგომა მოითხოვეს.

„ეს არის მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა და ვერასოდეს შედგება ჩვენს ქვეყანაში. ამ ადამიანის ტრაგედია სცადეს გამოეყენებინათ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. რა შეიძლება იყოს იმაზე ამორალური, როდესაც გარდაცვლილი ადამიანის ტრაგედიით ცდილობ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას. მნიშვნელობა არ აქვს რა მიზეზით დაიღუპა ბატონი ალექსანდრე ლაშქარავა, ყველა მოძალადე მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი. პოლიციამ უკვე დააკავა 4 პირი, რომელებიც ჩართულები იყვნენ აღნიშნული პირის ცემის საქმეში.

ვაცხადებ, რომ ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია, ჩვენ ვგმობთ და ყოველთვის დავგმობთ და შევუშლით ხელს ნებისმიერ ძალადობას ქვეყანაში, ჩვენ არ დავუშვებთ ძალადობას ქვეყანაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები