მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ანტიკორუფციული ბიუროს ქონების და დოკუმენტების აუდიტის სამსახურისთვის გადაცემის მიზნით კომისია იქმნება

რაჟდენ კუპრაშვილი

ანტიკორუფციული ბიუროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ბალანსზე რიცხული ქონების განკარგვის, აგრეთვე სათანადო ქონების, დოკუმენტებისა და ინფორმაციის სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის 2026 წლის 2 მარტიდან გადაცემის მიზნით კომისია იქმნება.

აღნიშნულის შესახებ მთავრობის განკარგულება გამოიცა.

კომისიაში შევლენ: აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილე, ბაკურ აბულაძე, აუდიტის სამსახურის საფინანსო, ლოჯისტიკის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი, დავით ქინქლაძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ადმინისტრაციული და ეკონომიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი მაია გოგოლაძე, ანტიკორუფციული ბიუროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, გერონტი ცინდელიანი, ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ანგარიშგებისა და მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ თოლორდავა და აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციის საორგანიზაციო და პროტოკოლის სამსახურის უფროსი ლევან ლობჟანიძე.

კომისიამ უნდა უზრუნველყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და ანტიკორუფციული ბიუროს ბალანსზე რიცხული ქონები, აგრეთვე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გადასაცემი სათანადო ქონების, ფინანსური რესურსების, მარტერიალურ-ტექნიკური ბაზის, დოკუმენტებისა და ინფორმაციის განსაზღვრას.

ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2 მარტს გაუქმდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები