მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2 მარტს გაუქმდება - პარლამენტმა კანონი მიიღო

რაჟდენ კუპრაშვილი

​პარლამენტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი მესამე მოსმენით 78 ხმით 1-ის წინააღმდეგ მიიღო.

ცვლილების თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2026 წლის 2 მარტს გაუქმდება, ხოლო მათი ფუნქციები და უფლებამოსილებები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა.

ანტიკორუფციული ბიუროსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გაუქმების შესახებ ინფორმაცია პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 17 ნოემბერს გააჟღერა. პაპუაშვილმა თქვა, რომ არსებული ფორმით ანტიკორუფციული ბიუროს არსებობა "გარედან თავსმოხვეული მოდელი" იყო. ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გაუქმება ხელისუფლების მიერ საჯარო მმართველობის სისტემის ოპტიმიზაციისა და კონსტიტუციურ ჩარჩოსთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესის ნაწილია.

შეგახსენებთ, ანტიკორუფციული ბიურო 2022 წლის 15 დეკემბერს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე შეიქმნა, ბიურო შეიქმნა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული მე-4 პრიორიტეტული ამოცანის საფუძველზე.

აუდიტის სამსახურის ბიუჯეტი ანტიკორუფციული ბიუროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შერწყმით ₾40.7 მილიონამდე იზრდება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები