მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აუდიტის სამსახურის ბიუჯეტი ანტიკორუფციული ბიუროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შერწყმით ₾40.7 მილიონამდე იზრდება

აუდიტის სამსახური

2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო სრულად უქმდება, ხოლო მისი ფუნქციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა. ასევე გაუქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და ისიც აუდიტის სამსახურის შემადგენლობაში გადავა.

ამ ცვლილების შედეგად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილი 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტის თანახმად, სამსახურის ბიუჯეტი, რომელიც 2025 წელს 25.3 მილიონ ლარს შეადგენდა, მომდევნო წელს 40.7 მილიონამდე გაიზრდება (ზრდა 15.4 მლნ ლარი).

მოიმატებს აუდიტის სამსახურის საშტატო შემადგენლობაც და ის 341 დასაქმებულიდან 441 დასაქმებულამდე გაიზრდება. ასევე გაიზრდება სახელფასო ფონდი 20.4 მილიონი ლარიდან 33 მილიონ ლარამდე.

თავად ანტიკორუფციული ბიუროს ბიუჯეტი წელს 13.2 მილიონ ლარს შეადგენდა და მასში 121 დასაქმებული მუშაობდა. ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ბიუჯეტი კი 9 მილიონი ლარი იყო და უწყება 84 ადამიანს ასაქმებდა.

შესაბამისად, თუკი ორივე უწყების ყველა თანამშრომელი აუდიტის სამსახურში გადავიდოდა, მისი საშტატო შემადგენლობა 205-ით უნდა გაზრდილიყო. ხოლო უწყების ბიუჯეტი 22.2 მილიონით გაზრდილიყო, თუმცა მატება მხოლოდ 15.5 მილიონია, საშტატო შემადგენლობა კი 100-ით იზრდება. შესაბამისად, სავარაუდოდ როგორც ანტიკორუფციული ბიუროს არსებული კადრების, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არსებული კადრების მიმართულებით მნიშვნელოვანი შემცირება იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები