მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს - პროკურატურის განცხადება

პროკურატურა
23.05.26 14:42
720

დღეს, ხაშურში ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების თანახმად, გარდაცვლილს თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული ჭრილობა.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს, ქ. ხაშურში ტაბიძის ქუჩაზე საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს.

მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები",- აცხადებენ უწყებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები