მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანტიკრიზისულ ბიუჯეტში გააზრებულია ყველაფერი და გათვლილია თითოეული რისკი - გახარია

5edf2f96bb159
ინგა მურუსიძე
09.06.20 10:51
925
ანტიკრიზისულ ბიუჯეტში გააზრებულია ყველაფერი და გათვლილია თითოეული რისკი, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი, რომელიც მთავრობამ დღეს წარადგინა. მან მთავრობის ეკონომიკურ გუნდს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

"ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო ის, რომ ჩვენ პირველებმა დავასრულეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებები და ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას არცერთი დღე არაფერი დამუქრებია, ეს არის ამ ხალხის დამსახურება. აშკარად ჩანს, რომ ანტიკრიზისული ბიუჯეტი არის სისტემური მიდგომის შედეგი. აქ გააზრებულია ყველაფერი, გათვლილია თითოეული რისკი, როგორც დროში, ასევე იმ რისკების და რეალობის გათვალისწინებით, როცა პროგნოზირებადობის მაჩვენებელი არის ძალიან დაბალი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მან მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისკენ და ამით ეკონომიკისთვის ხელშეწყობისკენ მოუწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები