მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანტონიო კონტე “ნაპოლის” ახალი მთავარი მწვრთნელია

კონტე ნაპოლის მწვრთნელია

ერთ სეზონში სამი მწვრთნელის გამოცვლის და წარუმატებელი სეზონის შემდეგ “ნაპოლი” ახალ სეზონს ახალი მთავარი მწვრთნელით ხვდება. იტალიურ პრესაში ანტონიო კონტეს დანიშვნის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში იწერებოდა დღეს კი ეს ინფორმაცია დადასტურდა.

სამხრეთ იტალიური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა კონტეს კონტრაქტი 2027 წლამდე გაუფორმა და ბონუსების ჩათვლით მისი ხელფასი წელიწადში 8 მილიონი ევრო იქნება, რაც იტალიის ჩემპიონატში მწვრთნელებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

აურელიო დე ლაურენტისს კონტეს დიდი იმედი აქვს და ფიქრობს, რომ ის კლუბის ისტორიაში ახალ დიდ ისტორიას დაწერს:

“ამაყი ვარ, რომ ნაპოლის ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე იქნება. ის ტოპ-სპეციალისტია, რომელთან ერთადაც კიდევ ერთი წარმატებული ციკლის დაწყება შეგვეძლება. იტალიური ფეხბურთის სათავეში გატარებული არაერთი სეზონის შემდეგ, ნაპოლის ისტორიაში ახალი მნიშვნელოვანი თავი იწყება” - განაცხადა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე უკანასკნელად 2021-2023 წლებში “ტოტენჰემ ჰოტსპურსს” წვრთნიდა, როდესაც გუნდი მოტივაციის ნაკლებობაში დაადანაშაულა და ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. მას კარიერის განმავლობაში იტალიის ჩემპიონატი ოთხჯერ, იტალიის სუპერთასი ორჯერ და თითოჯერ ინგლისის ასოციაციის თასი და პრემიერ ლიგა აქვს მოგებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები