მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ანტრე" ⁠ბაქოში მეათე ფილიალს თებერვალში გახსნის

ანტრე ბაქო

Entrée აზერბაიჯანის ბაზარზე გაფართოებას განაგრძობს. 2026 წლის იანვარში უკვე გაიხსნა მეცხრე ობიექტი, თებერვლიდან კი რიგით მეათე კაფე დაემატება.

როგორც BMG-ის კომპანიაში უთხრეს, თითოეული ახალ კაფეში საშუალოდ 300 000 ევროს ღირებულების ინვესტიცია იდება.

"2026 წლის იანვარში ბაქოში რიგით მეცხრე კაფე ADA University-ს ტერიტორიაზე გავხსენით, თებერვლის დასაწყისში კი ჩვენს ქსელს მეათე ობიექტი დაემატება. თითოეული კაფეში საშუალოდ 300 000 ევროს ღირებულების ინვესტიციას ვახორციელებთ და საშუალოდ 8-10 ადამიანს ვასაქმებთ",- აცხადებენ Entrée-ში.

რაც შეეხება გასულ წელს, Entrée-მ 2025 წელი სამი ახალი ობიექტით დახურა: თბილისში ლაღიძის ქუჩაზე, ლონდონში ჩელსიში და ბაქოში ნარიმანოვის ქუჩაზე. ამ დროის მონაცემებით Entrée-ს ჯგუფი ჯამურად 30 კაფეტერიას ფლობს: საქართველოში, დიდ ბრიტანეთსა და აზერბაიჯანში. კომპანია ჯამურად სამ ქვეყანაში 600 ადამიანს ასაქმებს, თუმცა ახალი ობიექტების დამატებასთან ერთად, დასაქმებულთა რაოდენობაც მზარდია.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, არსებულ ბაზრებზე გაფართოების პარალელურად, აშშ-ში განვითარების გეგმას ამუშავებენ.

"სტაბილურად ვფართოვდებით არსებულ ქვეყნებში, თითოეულ ქვეყანას ერთი ან ორი ობიექტი ყოველწლიურად ემატება, თუმცა აქტიურად ვმუშაობთ ახალი ბაზრების ათვისებაზეც, მაგალითად ამ ეტაპზე ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების გეგმას ვამუშავებთ.

ლონდონსა და ბაქოში მიღწეულმა წარმატებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ Entrée უნიკალურია თავისი შეთავაზებით და უდიდესი პოტენციალი აქვს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც არ უნდა წარმოადგინო ის",- უთხრეს BMG-ის კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები