მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანზორ მელია: აღარ შეგვიძლია ყოველთვე ახალ-ახალი რეგულაციები

5eef476d87665
თამთა ჯიჯავაძე
21.06.20 17:30
1542
"ყოველდღიურად ართულებენ ყველაფერს", – ამის შესახებ bm.ge-ისთან კლინიკა „გულის“ დირექტორმა ანზორ მელიამ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში“ დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

საქმე იმაშია, რომ მოქმედი კანონმდებლობა კლინიკიდან ინფორმაციის ამოღების პროცესში სასამართლოს ჩართულობას ითვალისწინებს, რომლის განჩინების საფუძველზეც ხდება მოთხოვნილი ინფორმაციის ამოღება. ჯანდაცვის სამინისტროს ავტორობით, კანონში დაგეგმილი ცვლილებების დამტიცებით შემთხვევაში, სასამართლოს განჩინება საჭირო აღარ იქნება, თავად რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები კი გაიზრდება.

„რისი მიღწევა სურთ ამით?! უკვე აღარ შეგვიძლია ყოველთვე ახალ-ახალი რეგულაციები“, – აღნიშნა მელიამ.

კითხვას - რა შეიძლება იყოს დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების რა მიზანი, ანზორ მელია ასე პასუხობს:

„რა მიზანი აქვს და ის, რომ ექიმმა ავადმყოფთან არ იმუშაოს, გულით არ უმკურნალოს და მხოლოდ იურიდიული საბუთები აწესრიგოს ყოველდღიურად. თუ გულით არ უმკურნალე ავადმყოფს, წარმატება არ გექნება. თუ ასეთი რეგულაციები შემოვა ხარისხი აუცილებლად გაუარესდება. არ გაგვირთულონ საქმე, მოგვცენ თავისუფლად მუშაობის საშუალება და მადლიერი ვიქნებით“, – დასძინა კლინიკა „გულის“ გენდირექტორმა.

ცნობისთვის: ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაალ კაპანაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მათ მიერ აღმოჩენილია არაერთი შემთხვევა, როდესაც კლინიკებმა იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომელზეც რეგულირების სამსახური მოკვლევას აწარმოებდა, დოკუმენტები გააყალბეს. სწორედ ამით ხსნის უწყება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში“ დაგეგმილ ცვლილებებს.

ჯანდაცვის მინისტრი: მინდა, დაგამშვიდოთ, კლინიკების დასჯის გეგმა არ გვაქვს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები