სამშენებლო კომპანია “აპექს დეველოპმენტი” ბაზარზე 10 წელზე მეტია ფუნქციონირებს. კომპანია მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქტსა და მომსახურებას სთავაზობს და თითოეული ინდივიდისთვის სასურველ კომფორტს ქმნის.
ამჟამად, “აპექს დეველოპმენტს” 11 დასრულებული და 2 მიმდინარე პროექტი აქვს თბილისის მასშტაბით.
“აპექს ლისი” და “აპექს ნუცუბიძე” - კომპანიის მიმდინარე პროექტები, რომელსაც ძალიან მალე “აპექს ისანი” დაემატება.
პროექტი „აპექს ლისი“ - დაბალი განაშენიანების, პრემიუმ კლასის კომპლექსია, რომელიც 4 ბლოკისგან შედგება. პროექტს გააჩნია შიდა იზოლირებული ეზო და რეკრეაციული ზონა. აქ დაგხვდებათ ყველაფერი, რაც თქვენი კომფორტისთვის არის საჭირო. აღსანიშნავია, რომ პროექტი 2023 წლის მაისის ბოლოს სრულდება და მდებარეობს ლისის ტბიდან 10 წუთის სავალზე.
„აპექს ნუცუბიძე“ - კომპლექსი ნუცუბიძის პლატოზე მდებარეობს, საიდანაც ხედი მთელ თბილისზე იშლება. პროექტი აერთიანებს კომერციულ, საოფისე და საცხოვრებელ ფართებს. ერთ სივრცეში შეგიძლიათ ისარგებლოთ თქვენთვის სასურველი მომსახურებით.
ამჟამად, ბინის შეძენისას პროექტში „აპექს ნუცუბიძე“ შეგიძლიათ ისარგებლოთ შიდა 0%-იანი განვადებით.
კომპლექსის მშენებლობის პირველი ეტაპი 2025 წლის ბოლოს სრულდება.
ძალიან მალე „აპექს დეველოპმენტს,“ კიდევ ერთი პროექტი - „აპექს ისანი“ დაემატება, რომელიც რიჩარდ ჰოლბრუკის ქუჩაზე მდებარეობს. პროექტში „აპექს ისანი“ ბინების რეზერვაცია დაწყებულია.
სამშენებლო კომპანია „აპექს დეველოპმენტი“ ზრუნავს თქვენებურ კომფორტზე.
(რ)