მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

APM-თან და Pace Terminal-თან  ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს შეხვედრები და დიალოგი - ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი

„შემიძლია თამამად ვთქვა, რომ კერძო ოპერატორებთან მათ შორის APM-თან და Pace Terminal-თან ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს შეხვედრები და დიალოგი" - ეს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა დღეს, 6 ივლისს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ჩინური კონსორციუმის ნაცვლად, მთავრობა თავად აპირებს ანაკლიის პორტის მშენებლობას.

BM.GE-მ ეკონომიკის მინისტრს ჰკითხა - რა ეტაპზეა APM Terminals-ის ფოთის პორტის გაფართოების პროექტი, რომელიც დღის წესრიგში 2018 წლიდან დგას, რაზედაც ქვრივიშვილმა უპასუხა:

"ფაქტობრივად, ერთი კვირის წინ ვიმყოფებოდით ფოთის პორტში, სადაც ერთ-ერთმა ოპერატორმა, ამ შემთხვევაში Pace Terminal-ს ვგულისხმობ, დაიწყო ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე ფაზა. ამის ფარგლებში განხორციელდება დამატებით 25 მილიონი დოლარის ინვესტიცია და გამტარობა 3 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ყველა პარტნიორ მხარესთან.

ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ სამინისტრო, მისი შემავალი უწყებების ჩართულობით, ძალიან აქტიურად ახორციელებს საპორტო ინფრასტრუქტურისა და ზოგადად, საპორტო აქტივობების ზედამხედველობას. კერძო სექტორთან ერთად ჩვენ შევიმუშავეთ ერთიანი გზამკვლევი.

მასში ერთი მხრივ, დავაიდენტიფიცირეთ ის გამოწვევები, რომლებიც აქვთ არსებულ ოპერატორებს, ხოლო, მეორე მხრივ, მათთან ერთად შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა, თუ რა უნდა გააკეთონ ოპერატორებმა იმისთვის, რომ არსებული ინფრასტრუქტურისა და გამტარობის ფარგლებში ტვირთნაკადების გამტარობა უფრო მეტად გაზარდონ“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

„რთული ვითარება გვაქვს, რადგან ახალი ნავსადგურის პროექტი კვლავ შეუსრულებელია“ – APM Terminals

საქმე ის არის, რომ ფოთის პორტის გაფართოების $300-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის საკითხი, რაზედაც ფოთის პორტის ოპერატორ კომპანია APM Terminals-სა და საქართველოს მთავრობას შორის კომუნიკაცია 2018 წლიდან მიმდინარეობს, ამ დრომდე ღიაა.

2025 წელს ეიპიემ ტერმინალს ფოთმა 636 466 TEU, კონტეინერი დაამუშავა. ზრდა 2026 წელსაც გრძელდება: წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ნავსადგურმა 277 081 TEU დაამუშავა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 255 944 TEU-ს, ხოლო 2024 წელს 225 630 TEU-ს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები