მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

APM Terminal-ის მიერ გადამუშავებული ტვირთის მოცულობა გაიზარდა

apm terminals ეიპიემ ტერმინალსი ფოთის პორტი

2025 წლის 9 თვეში ეიპიემ ტერმინალს ფოთმა 481 473 TEU კონტეინერი დაამუშავა, რაც წლიურად 16%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ამავდროულად, 9 თვის მონაცემებით, 13%-ით გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც. „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ წლის დასაწყისიდან დღემდე 268 საკონტეინერო გემი მიიღო, ხოლო 2024 წლის იგივე პერიოდში - 237. რაც შეეხება გენერალურ ტვირთს, კომპანიის მიერ 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე 200 768 ტონა ტვირთი დამუშავდა, რაც 24%-ით მაღალი მაჩვენებელია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით. შარშან ამ დროს ეს რაოდენობა 161 179 ტონას შეადგენდა.

საბორნე გზით მიღებული ტვირთი 2024 წლის 9 თვესთან შედარებით გაზრდილია 12%-ით. 2025 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით, კომპანიის მიერ დამუშავდა 14 914 მანქანიანი კონტეინერი, ხოლო 2024-ში - 14 461 მანქანიანი კონტეინერი. ჯამში, ეიპიემ ტერმინალს ფოთის მიერ 2025-ში დამუშავდა 58 342 ავტომობილი, ხოლო 2024-ში - 58 511 ავტომობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები