"ეიპიემ ტერმინალს ფოთი" მზად არის პორტის გაფართოების პროექტში მინიმუმ 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს, მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობა მიიღებს განკარგულებას და გასცემს თანხმობას "ეიპიემ ტერმინალს ფოთთან" შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე- ეს განცხადება დღეს "ეიპიემ ტერმინალს ფოთმა" გაავრცელა. როგორც ცნობილია, ფოთის პორტის გაფართოების და ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესი ბოლო წლებია როგორც კომპანიის ისე ხელისუფლების მხრიდან ანონსდება. უკანასკნელი გეგმით, მთავრობასა და ინვესტორს შორის გასულ წელს უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება, 2024 წელს დაწყებულიყო სამშენებლო სამუშაოები და 2026 წელს APM Terminals-ს ფოთს ახალ პორტში პირველი გემი უნდა მიეღო, თუმცა ხელშეკრულება როგორც ჩანს ამ დრომდე არ გაფორმებულა. ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაახლოებით 1 თვის წინ ამბობდა, რომ იმისთვის რომ სახელმწიფოსა და APM Terminals-ს შორის ფოთის პორტის გაფართოებაზე შეთანხმება განხორციელების ეტაპზე გადავიდეს, გარკვეული საკითხებია შესათანხმებელი. დავითაშვილს აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მეტ დეტალზე არ უსაუბრია. რა ეტაპზეა "ეიპიემ ტერმინალს ფოთის" მხრიდან პორტის გაფართოების საკითხი და რა აფერხებს პროცესს?
სტუმარი: ზვიად ჩხარტიშვილი - “ეიპიემ ტერმინალს ფოთის” კომერციული ურთიერთობების დირექტორი;