მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

APM TERMINALS POTI-ს ტვირთბრუნვა გაეზარდა - რა გეგმები აქვს კომპანიას?

საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვის ზრდა ნარჩუნდება. ქვეყნის უმსხვილეს პორტში აქტივობა როგორც საკონტეინერო, ისე გენერალური ტვირთების მიმართულებით არის გაზრდილი. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ნავსადგურმა 185,537 TEU კონტეინერი დაამუშავა, რაც წლიურად 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გაზრდილი აქტივობის ფონზე, მნიშვნელოვნად მოიმატა პორტში შესული საკონტეინერო გემების რაოდენობამაც. წლის დასაწყისიდან დღემდე „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ 211 საკონტეინერო გემი მიიღო. ზრდის ტენდენცია ფიქსირდება გენერალური და საბორნე ტვირთების კუთხით. გაზრდილი ტვირთბრუნვის ფონზე ეიპიემი ფოთში ახალი ამწის დამატებას განიხილავს.

სტუმარი: ზვიად ჩხარტიშვილი - „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები