მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple Car-ის პროექტის გაუქმებას კომპანიის 600-ზე მეტი თანამშრომელი შეეწირა

Apple

ამერიკული Apple-ი, როგორც ცნობილია, მრავალი წლის განმავლობაში, თვითმართვადი ელექტრომობილის შექმნას ცდილობდა, რისთვისაც თითქმის ათი წელიწადი და ათი მილიარდი დოლარი დაიხარჯა. წელს ცნობილი გახდა, რომ კორპორაციამ პროექტი გააუქმა. როგორც Apple-ის ყველაზე სანდო ინსაიდერი, Bloomberg-ის მარკ გარმენი წერს, ამ პროექტს შეეწირა არამხოლოდ დრო და ფული, არამედ არაერთი თანამშრომელიც.

როგორც კომპანიის მიერ კალიფორნიის დასაქმების განვითარების დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტიდან ხდება ცნობილი, ამ პროექტის გაუქმების შემდეგ კომპანიამ 600-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა.

გათავისუფლებული თანამშრომლების უდიდესი ნაწილი Apple-ის გასაიდუმლოებულ ოფისში მუშაობდა, პროექტზე, რომლითაც კორპორაციას ჭკვიანი საათისთვის ახალი დისპლეის შექმნა სურდა, მაგრამ დანარჩენი თანამშრომლები კომპანიის საკუთრებაში არსებულ იმ ოფისებში მუშაობდნენ, სადაც Apple-ი ავტომობილის პროექტს ამუშავებდა.

თავად ავტომობილის პროექტი, როგორც იცით, მაღალი დანახარჯების, ტექნოლოგიური მოუმზადებლობის და ელექტრომობილების ბაზარზე არსებული პრობლემების გამო გაუქმდა, ხოლო ჭკვიანი დისპლეის პროექტზე Apple-მა უარი გაუმართავი საინჟინრო პროცესების, მიწოდების კუთხით არსებული შეფერხებებისა და მაღალი დანახარჯების გამო გააუქმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები