მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple და LG სახლის ჭვკიან მოწყობილობებს ერთად შექმნიან

Apple და LG

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Apple-მა სახლის ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე პოზიციების გასაძლიერებლად სამხრეთკორეულ კომპანია LG Electronics-თან პარტნიორობა დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, მხარეები კარზე მისამაგრებელ ვიდეო კამერებს, ჭკვიან თერმომეტრებს, საკეტებსა და უსაფრთხოების კამერებს ერთობლივად შექმნიან. Bloomberg-ის ცნობით, ახალი ტექნიკური ხაზი მიზნად ჭკვიანი სახლის ერთიან ეკოსისტემაში მომხმარებელთა ჩართულობის გაზრდას ისახავს.

შეთანხმების მიხედვით, Apple-ი მოწყობილობების დიზაინსა და საინჟინრო მხარეზე პასუხისმგებლობას აიღებს, LG Electronics-ი კი წარმოებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ სამხრეთკორეული გიგანტი ამ პროდუქციას საკუთარი ბრენდის სახელით გაყიდის.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მსგავსი სტრატეგია Apple-სთვის ახალი არ არის. კომპანია თანამშრომლობის ანალოგიურ მოდელს წლების განმავლობაში Belkin-თან და Logitech-თანაც წარმატებით იყენებდა. ეს მიდგომა კორპორაციას საკუთარი პლატფორმის ირგვლივ ეკოსისტემის პირდაპირი საწარმოო ხარჯების გარეშე გაფართოების საშუალებას აძლევს. ამას გარდა, გარე პარტნიორების რესურსების გამოყენება ბაზარზე ახალი პროდუქტების სწრაფ ინტეგრაციას უწყობს ხელს.

ცნობისთვის, Apple-მა ჭკვიანი სახლის პლატფორმა HomeKit-ი პირველად 2014 წელს შექმნა, თუმცა სისტემა Amazon-ისა და Google-ის პროდუქტებთან კონკურენციის გაწევას გლობალურ ბაზარზე ჯერ ვერ ახერხებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები